Belive

სრული ქაოსი ბრაზილიაში | სასტიკი ჩხუბი მოედანზე

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიაში, კრუზეიროსა და ატლეტიკო მინეიროს მატჩი სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მატჩი კრუზეიროსთვის საზეიმო უნდა ყოფილიყო, რადგან მათ მინეიროს დიდების შვიდწლიანი ეპოქა დაასრულეს და შტატის ჩემპიონები, 2019 წლის შემდეგ პირველად გახდნენ (1:0).

გასაგებია, რომ შეხვედრა საკმაოდ ემოციური უნდა ყოფილიყო, თუმცა რაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოხდა, ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ორივე გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები დაუნდობელ ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთვნენ, რომელიც თითქმის 2 წუთი გრძელდებოდა.

მატჩი 10 წუთით შეწყდა და მსაჯს მოედანზე წითელი ბარათები არ უჩვენებია, თუმცა როგორც ირკვევა, ორივე გუნდის მხრიდან, 23 ფეხბურთელი იქნა გაძევებული.