Belive

სრნა: "რუსებს შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში უყურონ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დონეცკის "შახტარის" სპორტულმა დირექტორმა, დარიო სრნამ რუსული კლუბების UEFA-ს ტურნირებიდან გარიცხვის შესახებ კომენტარი გააკეთა. ყოფილი ხორვატი ფეხბურთელი აკრიტიკებს მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
„ჩემი რჩევაა, ჩავიდნენ უკრაინაში და ნახონ მარიუპოლი, ბუჩა, ჩერნიხოვი და ყველაფერს გაიგებენ," - მიმართავს სრნა UEFA-დან რუსების მოკვეთის გამკრიტიკებლებს. საერთოდაც, რუსულ კლუბებს შეუძლიათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ტელევიზორში უყურონ“, - ამბობს დარიო სრნა.
აღსანიშნავია, რომ "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების ჯგუფურ ეტაპზე თამაში "ვილიარეალის" ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ გაინაღდა. რუსების ადგილს სწორედ დონეცკელები დაიკავებენ, "ვილიარეალისთვის" კი აღნიშნულ ეტაპზე მოხვედრის ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო.

სხვა სტატიები