Belive

სქოულზი: "ჩემი ბადმინტონის თასი ლივერპულის საკლუბო ჩემპიონატზე მნიშვნელოვანია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ კვირას "ლივერპულმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ფლამენგო" დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა. ლივერპული გახდა პირველი ინგლისური გუნდი ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი, პოლ სქოულზი მერსესაიდელების წარმატებას სახალისოდ გამოეხმაურა. "ვინმეს რომ ეკითხა, ბოლოს რა ტიტულები მოიგეო, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, შესაძლოა, არც მეხსენებინა. მართლა არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ. "ჩემს მიერ ბადმინტონში მოგებული ტიტული უფრო მეტია, ვიდრე მათი ეს წარმატება," - ასეთი პასუხი გასცა სქოულზმა ჟურნალისტს. "ლივერპულელებმა საკლუბო ჩემპიონატის მოგება ძალიან ემოციურად აღნიშნეს. მათი პასუხი იქნება, "რატომაც არა", თუმცა, ჩემს დროს ამ ტიტულს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. შესაძლოა, წლების განმავლობაში რაღაცებს უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება," - თქვა პოლ სქოულზმა.  

სხვა სტატიები