Belive

"სპორტთან კავშირში არმყოფი მიზეზის გამო" - ხამეს როდრიგესი საავადმყოფოში გადაიყვანეს

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საფრანგეთთან გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ, ხამეს როდრიგესი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხამესს მოედანზე ტრავმა არ მიუღია და მისი საავადმყოფოში გადაყვანა სპორტთან კავშირში არმყოფი მიზეზის გამო მოხდა. კოლუმბიელმა ვარსკვლავმა საავადმყოფოში 3 დღე გაატარა, მას გამოკვლევები ჩაუტარდა და ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმკურნალა.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაცია, სამედიცინო სტაფი და ეროვნული ნაკრების დირექტორატი საზოგადოებასა და მედიას ნაკრების კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გატყობინებთ: მინესოტას სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ დადგინდა, რომ ხამესი საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშაა, მას შემდეგ, რაც მისი ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი. ფეხბურთელს დეჰიდრადაციის მძიმე ფორმა დაუდგინდა, რაც 72-საათიან ჰოსპიტალიზაციასა და მკაცრ დაკვირვებას საჭიროებს, რათა სამომავლო გართულებები თავიდან ავიცილოთ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს სიტუაცია არ უკავშირდება კუნთებისა და ძვლების ტრავმას ან საფეხბურთო აქტივობას. საბედნიეროდ, ამჟამინდელი სამედიცინო ანგარიში პოზიტიურ განვითარებასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას მიუთითებს. - კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაცია.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიისა და საფრანგეთის ამხანაგური მატჩი სამხრეთ ამერიკელების მარცხით, 1:3 დასრულდა. ხამესმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი 63-ე წუთზე დატოვა.