Belive

Sportbible: კვარაცხელია ყველას საყვარელი ფეხბურთელი გახდება, მისი მომენტები გამორჩეულია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს და მის შესანიშნავ ასპარეზობაზე არამარტო საქართველო და ნეაპოლი, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს. ცნობილმა სპორტულმა ონლაინ გამოცემამ, Sportbible-მა, რომელსაც 11 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხვიჩას შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ყურადღება მის ინდივიდუალურ ასპარეზობაზე გაამახვილა .

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ნაპოლიმ" "დინამო ბათუმს" კვარა ფაქტობრივად "მოპარა", რადგან მისი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე €10 მილიონი.

"კვარაცხელიას "კვარადონას" დამსახურებულად უწოდებენ. "აიაქსთან" შეხვედრაში, ანგარიში ირვინგ ლოსანომ გახსნა, შემდეგ კი შოუს სათავეში კვარაცხელია ჩაუდგა".

აიაქსის რამდენიმე მცველს წაეცეკვა, შემდეგ კი ჯაკომო რასპადორის ზუსტი პასი მისცა, რომელმაც გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა.

კვარაცხელიას სირბილის მანერა და ფინტები ამოუცნობია. მან აიაქსის მცველები გააწამა და მეტოქის კარი 11-მეტრიანი დარტყმით აიღო", - ვკითხულობთ სტატიაში.

Khvicha Kvaratskhelia with his award after Napoli's defeat of Ajax

კვარას ფართო გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელშიც:

  • ნაპოლიმ საოცარი ბიჭი შეიძინა;
  • იმდენად კარგია, რომ საშიში ხდება;
  • კვარაცხელიას დამსახურებით ფეხბურთი კვლავ სანახაობრივია;
  • ამ ბიჭის შეძენაზე ბრძოლას მალე ყველა გუნდი დაიწყებს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, "ბოლონიას" წინააღმდეგ საშინაო არენაზე გამართავს.

სხვა სტატიები