Belive

SPIEGEL: "მოულოდნელი მწვერვალისკენ 30 წლის ასაკში"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კარლსრუეს" თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია და დღეს, მისი დუბლის წყალობით, კარლსრუემ "შალკე" 2:0 დაამარცხა. ბუდუ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და გერმანული გამოცემა მის ბრწყინვალე პერფორმანსს გამოეხმაურა.

საქართველო, დანია, უნგრეთი და კარლსრუე - ეს ის სადგურებია, სადაც ბუდუ კარიერის განმავლობაში გაჩერდა და ახლა უკვე ბუნდესლიგის დროა? ქართველი თავდამსხმელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 30 წლის ასაკში, საკუთარი კარიერა მოულოდნელ მწვერვალზე აიყვანოს.

სეზონის მე-5 და მე-6 გოლებით ბუდუმ შალკე დაამარცხა და სულ მცირე ერთი ღამით კარლსრუე ცხრილის პირველ პოზიციაზე იქნება, 5 ტურის შემდეგ კი მსგავსი რამ შორეული 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.

ქართველთან ერთად, კარლსრუე ბუნდესლიგაში თამაშზე ოცნებას იწყებს. - ვკითხულობთ SPIEGEL-ის სტატიაში

ბუნდესლიგა 2-ის 5 ტურში, ბუდუ ზივზივაძეს 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, კარლსრუე კი 13 ქულით პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები