Belive

სპეკულაციები დასრულდა - უილიამსმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიკო უილიამსის გარშემო აგორებულ ჭორებსა და სატრანსფერო სპეკულაციებს წერტილი დაესვა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, უილიამსმა კონტრაქტის განახლებას ხელი მოაწერა და "ბილბაოს" ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, 2024 წლის ივნისში, უილიამსი თავისუფალი აგენტი ხდებოდა, თუმცა კლუბსა და ვარსკვლავს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მხარეები კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმდნენ.

"ბილბაოს" პრეზიდენტი ახალგაზრდა ვარსკვლავს უპირობო ნდობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ უილიამსი ბასკური საფეხბურთო კლუბის მომავალი ლიდერია. ცოტა ხნის წინ, ჯონ ურიარტემ აღნიშნა, რომ "ბილბაო" ახალ და წარმატებულ პროექტს იწყებს, რომელშიც ნიკო უილიამსი მრავალი წლის განმავლობაში, საკვანძო მოთამაშე იქნება.

სხვა სტატიები