Belive

სპალეტიმ გვარდიოლას განცხადებას მწვავედ უპასუხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" 64 წლის მთავარმა მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ, "სიტის" მთავარ მწვრთნელს - პეპ გვარდიოლას მწვავედ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ევროპის საუკეთესო კლუბია და ისინი საოცარ ფეხბურთს თამაშობენ.

ამ განცხადებას კი ლუჩიანო სპალეტიმ შემდეგნაირად უპასუხა:

"პეპი ამას მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ სხვა კლუბები წნეხში მოაქციოს. ეს რაღაც ცუდ თამაშს ჰგავს, რადგან მან საკუთარი გუნდის ძალა იცის.

მე არ მაქვს საკუთარი გუნდის სიამაყის განცდა, რადგან ჯერ კიდევ საბრძოლო ასპარეზზე ვართ და ამ ეტაპისთვის მოგებული არაფერი გვაქვს. მათ (სიტის), ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე 900 მილიონის გადახდა შეუძლიათ, ჩვენ კი მხოლოდ 9-10 მილიონს ვიხდით. პეპი ამ განცხადებებით გვეთამაშება, რადგან მათ ჩვენი და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ..."

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის 8-ვე გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა კი 17 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები