Belive

სპალეტი: "ვისაც ღამით ძილი არ უნდა, ჩვენთან არ არის"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა შეკრება დაიწყო. გუნდი აშშ-ში გამგზავრებისთვის ემზადება, სადაც ხუთშაბათს ამხანაგურ მატჩს ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო კვირას ეკვადორთან ითამაშებენ. მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტი "ფლეისთეიშენის" აკრძალვის თემას შეეხო, სპალეტიმ კი დამატებითი კომენტარი გააკეთა.

კი, მე გუნდში ავკრძალე "ფლეისთეიშენი", როგორ ფიქრობთ, სწორია როცა პროფესიონალ ფეხბურთელებს, რომლებსაც იტალიის ფორმა აცვიათ, ღამით არ სძინავთ და ნაკრებს თავის მაქსიმუმს ვერ აძლევენ?

ფეხბურთელის დონე თამაშამდე 22 საათით ადრე ჩანს, რეალურად არ მაინტერესებს რას აკეთებენ ისინი, უბრალოდ, მინდა რომ ეძინოთ. ზოგიერთი მოთამაშე, უკრაინასთან თამაშამდე გამოუძინებელი იყო და ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელსაც იტალია იმსახურებს. ვისაც უნდა დრო ასე ატაროს, ნაკრებში არ მოდის, ჩვენ მათთან კონტრაქტი არ გვაქვს - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, უკანასკნელი შეხვედრა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გასული წლის ნოემბერში, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. უკრაინამ და იტალიამ 14-14 ქულა დააგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ჯგუფში მეორე ადგილი იტალიამ დაიკავა, პირველზე 20 ქულით ინგლისი გავიდა. სწორედ უკრაინასთან შეხვედრით უკმაყოფილება ახსენა სპალეტიმ თებერვლის თვეში, როდესაც პირველად გააკეთა განცხადება, რომ ნაკრებში ფეხბურთელებს ვიდეო თამაშებს აუკრძალავდა.