Belive

სპალეტი: ,,უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ კვარაცხელია წარმოუდგენლად ნიჭიერია''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ბოლონიასთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,მაშინ, როცა ბურთი და ინიციატივა მეტოქეს აქვს, სიტუაცია უფრო რთულდება, განსაკუთრებით ისეთი გუნდისთვის, როგორიც ჩვენ ვართ.

მინდოდა, რომ უფრო სუფთად გვეთამაშა, მატჩის დასასრულებლად შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ,,ბოლონია'' კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.

კვარაცხელია? რაც უფრო ხშირად ვხედავ მას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ წარმოუდგენლად ნიჭიერია, მაგრამ, როცა მეტოქე მაღალ პრესინგს თამაშობს, ჩვენ გვჭირდება რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და პასის მისაცემად მეტი ვარიანტი შევქმნათ. კვარას შეუძლია, ბურთი შეინარჩუნოს და სხვებს სივრცეები გაუთავისუფლოს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში ,,ბოლონიამ” ,,ნაპოლის” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

37 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის”, რომელმაც ჩემპიონობა უკვე გაიფორმა, 87 ქულა აქვს.

სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 4 ივნისს, ,,სამპდორიასთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები