Belive

სპალეტი: ,,წასვლა გადავწყვიტე, რადგან ვგრძნობ, რომ რაც შემეძლო ყველაფერი გავეცი''

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, გუნდიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:

,,მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ამ ორი დაუვიწყარი წლის განმავლობაში შევხვდი, საოცარ ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან და ბავშვებს, რომლებიც მეხუტებოდნენ. მადლობა ახალგაზრდულ გუნდს, პერსონალს, ექიმებსა და პრეზიდენტს!

სკუდეტოს მოგების შემდეგ, პრეზიდენტმა ყველას უთხრა ის, რაც მერჩივნა, რომ თავად მეთქვა. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც აზრს ადვილად იცვლის, წასვლა გადავწყვიტე, რადგან ვგრძნობ, რომ აქ რაც შემეძლო, ყველაფერი გავეცი. აღარ მაქვს ენერგია, რათა დავაკმაყოფილო ის სტანდარტი, რაც ხალხს ასე უყვარს, ამიტომ ორი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიო და წავიდე. პრეზიდენტთან ვახშმის დატოვებისას ვთქვი, რომ ,,ნაპოლის'' დიდი მომავალი აქვს.

ბევრი ქულა მოვაგროვეთ, გვყავს საუკეთესო დაცვა და შეტევა, ამიტომ ყველაზე კრიტიკული ადამიანიც კი ვერ იტყვის, რომ ჩვენ მხოლოდ იმიტომ მოვიგეთ, რომ სხვებს სეზონი ჩაუვარდათ.

ბოლო დღეების განმავლობაში გავაანალიზე, რა რთული გადაწყვეტილება მივიღე. ვტოვებ გუნდს, რომელიც ყველა თვალსაზრისით ძლიერია. მომწონს იდეა, გავხდე ნეაპოლის საპატიო მოქალაქე, 10 წლის შემდეგ დავბრუნდე და აქ კვლავ ბევრი მეგობარი მყავდეს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ლუჩიანო სპალეტიმ ,,ნაპოლი” 2021 წელს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა იტალიის სერია A მოიგეს, რაც 1990 წლის შემდეგ გუნდმა პირველად შეძლო.

სხვა სტატიები