Belive

სპალეტი: ,,შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ და თავმდაბლები ვიყოთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,საკმარისი ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა გამოვავლინეთ. მორალურად მზად ვიყავით. მოსაგებად კარგი თამაში და მაღალი ტემპი იყო საჭირო.

მერეტს გადამწყვეტი მოგერიება უნდა მივულოცოთ, ცოტა საქმე ჰქონდა, თუმცა მომენტს მომზადებული შეხვდა.

დი ლორენცო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მან კაპიტნის სამკლაური დაიმსახურა. როცა ეს არჩევანი გავაკეთე, ყველა ერთხმად დამთანხმდა. ის შთამბეჭდავია იმ ენერგიით, რომელსაც ვარჯიშებზე ავლენს. თუმცა, ჩვენ სხვა ასეთი მოთამაშეებიც გვყავს.

საჩემპიონო რბოლა? ფეხბურთში დამშვიდების უფლება არ გაქვს. ვიცით, რომ განუმეორებელი შესაძლებლობა არსებობს... ეს ხელიდან არ უნდა გავუშვათ და თავმდაბლები ვიყოთ,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-19 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,სალერნიტანას'' სტუმრად 2:0 მოუგო. დღევანდელ შეხვედრაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია.

სპალეტის გუნდი 19 ტურის შემდეგ 50 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მილანს'' 12 ქულით უსწრებს (როსონერის ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).

სხვა სტატიები