Belive

სპალეტი: ,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, ,,სამპდორიასთან'' მატჩში მატეო პოლიტანოს გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს გამოეხმაურა:

,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა.

თუმცა, გუნდში დარტყმის სურვილს თუ სხვა გამოხატავს და ფეხბურთელები შეთანხმდებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ყველაფერთან ერთად, პოლიტანომ პენალტის დარტყმაც იცის,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორია” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

სერია A-ს 17 ტურის შემდეგ, ნეაპოლელებს 44 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან. სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს პარასკევს, 13 იანვარს, ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები