Belive

სპალეტი ნეაპოლის საპატიო მოქალაქე გახდება

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის, ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება:

,,სპალეტიმ სკუდეტო დიდი პროფესიონალიზმით, თავდადებითა და სიმშვიდით მოიპოვა. ჩვენ ვსაუბრობთ დიდებულ მწვრთნელზე, რომელმაც ამ ქალაქს ბევრი რამ მისცა. საკრებულომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მას ქალაქის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭოს. პროცედურა უკვე დავიწყეთ,'' - განაცხადა ნეაპოლის მერმა, გაეტანო მანფრედიმ.

,,ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელი დე ლაურენტისმა, რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ სპალეტის გუნდიდან წასვლა და ერთწლიანი შესვენება სურს.

იტალიელმა სპეციალისტმა ,,პარტენოპეი” 2021 წელს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა იტალიის სერია A მოიგეს, რაც 1990 წლის შემდეგ გუნდმა პირველად შეძლო.

სხვა სტატიები