Belive

სპალეტი: ,,მოგება კვარაცხელიას გარეშეც შეგვიძლია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, ,,ატალანტასთან'' მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ჰკითხეს:

,,თუ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული, მაშინ მოედანზე რას ვაკეთებ? კვარას გარეშეც შეგვიძლია მოგება, ამ ამბების მოსმენა გასახდელში არავის სიამოვნებს... დღეს კვარაცხელია არ გვყავდა, ისევე როგორც რამდენიმე ტურის წინ ოსიმენი ვერ გვეხმარებოდა.

ხვიჩას ზურგის ტკივილი აწუხებს. ,,ლივერპულთან'' თამაშის შემდეგ ვაკვირდებოდით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, გვეგონა, სიტუაცია უმჯობესდებოდა, მაგრამ გუშინ ვარჯიში ვერ შეძლო. ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, ვისი ნდობაც შეიძლება,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-13 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ატალანტას” სტუმრად 2:1 მოუგო. 13 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს.

ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას სამშაბათს, 8 ნოემბერს, ,,ემპოლისთან” შინ გამართავენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელი შეხვედრა ,,ლივერპულთან'' მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა.

სხვა სტატიები