Belive

სპალეტი: "კვარამ დაცვაში უნდა მოუმატოს და უფრო გუნდურად ითამაშოს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, "ნაპოლიმ" სტუმრად გლაზგოს "რეინჯერსი" დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც პენალტი მოიპოვა, საერთო ჯამში კი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეფასების სახით 7 ქულა დაიმსახურა.

"ის ძლიერია, ძალიან ძლიერი. მაგრამ როცა კარის წინ ხვდები, უნდა გესმოდეს თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი, გადააგდო თუ მისცე ბურთი უახლოეს თანაგუნდელს. გარდა ამისა, კვარაცხელიამ დაცვაში მეტი უნდა იმუშაოს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? - ანგისამ", - თქვა ლუჩანო სპალეტიმ. 

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” მაისურით 7 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"ნაპოლი" შემდეგ მატჩს 18 სექტემბერს, "მილანის" წინააღმდეგ, სერია A-ს მეშვიდე ტურის ეგიდით, სტუმრად "სან სიროზე" გამართავს.

სხვა სტატიები