Belive

სპალეტი: ,,დიდი სტიმული გვაქვს, მიმდინარე სეზონში ინტერის გარდა, ყველა გუნდი დავამარცხეთ''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ინტერთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა. პრესკონფერენციაზე სპეციალისტმა უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ გუნდის დატოვებას აპირებს.

,,დიდი სტიმული გვაქვს. მიმდინარე სეზონში ,,ინტერის'' გარდა ყველა გუნდი დავამარცხეთ, ამიტომ მოტივირებულები ვართ, რომ კარგად ვითამაშოთ.

მაშინაც კი, როცა რამდენიმე ფეხბურთელი სხვაზე წინაა, გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ კვარასა და ოსიმენის გარეშეც მოვიგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ,,ნაპოლის'' მთელი ჩემი უნარები, დრო და შესაძლებლობები დავუთმე. ვცდილობდი, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი, თუმცა იმაზე გაცილებით მეტი მივიღე, ვიდრე გავეცი.

კონტრაქტის განახლება? ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, არც ხელფასის მომატებაზე მითქვამს უარი, არც ისაა მართალი, რომ სხვა გუნდს ვეძებ, ეს ყველაფერი ტყუილია,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ხვალ, იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ,,ნაპოლი'' ,,ინტერს'' უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები