Belive

სპალეტი: "დიბალა არ გამოვიდა, მაგრამ მაინც ნაყოფიერად ვიმუშავებთ - კვარაცხელია დავიმატეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პაულო დიბალას არშემდგარ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ნაპოლი" მართლაც ეცადა პაულო დიბალას დამატებას, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ნაყოფიერი ფანჯარა გვქონდა, რადგან ამ პერიოდში დავიმატეთ კიმი და კვარაცხელია, მათ საკუთარი შესაძლებლობები ისე წარმოაჩინეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვნები გახდნენ", - თქვა 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, 5 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 227 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლა ლიგის წარმომადგენელი “ესპანიოლის” წინააღმდეგ, 6 აგვისტოს გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში, 15 აგვისტოს, “ვერონას” სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები