Belive

სპალეტი: "ჩვენი ფანები კიდევ ერთხელ უნდა გავახაროთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ "ნაპოლის" მეტოქე "მილანი" იქნება. ამ ყველაფერს გამოეხმაურა ნეაპოლელთა თავკაცი ლუჩიანო სპალეტიც.

"ჩვენ კარგად ვიცნობთ "მილანს". მათ ბევრი რთული მომენტი გაიარეს. მთავარი მწვრთნელის ოსტატობის წყალობით ისინი მუდმივ პროგრესს განიცდიან. "მილანი" რთული მოწინააღდეგეა, ძლიერი გაიმარჯვებს." - განაცხადა სპალეტიმ რადიო KissKiss-თან საუბრისას.

კენჭისყრის შედეგად ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ "ნაპოლის" ფინალამდე არც ისე რთული გზა აქვს.  თუ, სამხრეთელები “მილანის” ბარიერს წარმატებით დაძლევენ, სპალეტის გუნდი ნახევარფინალში “ინტერსა” და “ბენფიკას” შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ აზრს არ იზიარებს იტალიელი სპეციალისტი:

„ბოლო დღეებში წავიკითხე, რომ "პარი სენ-ჟერმენს" და "მანჩესტერ სიტის" ტურნირის მოსაგებად გამოცდილება არ ეყოფათ. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, "მილანი" ტურნირის ფავორიტია. ვინ ამბობს, რომ მარტივი ბადე შეგვხვდა? ჯობს შეფასებისას ობიექტურები ვიყოთ." - განაცხადა 64 წლის სპეციალისტმა.

"მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირების პირველი ეტაპი 11 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები