Belive

სპალეტი: ,,ამ ბიჭების მწვრთნელობა მშვენიერია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ბოლონიასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,მთავარი იყო ის, რომ თამაშის ინერტულობის შეცვლა შევძელით. კარგი იყო იმის დანახვა, რომ შეცდომების შემდეგ, ფეხბურთელები ბურთის დაბრუნებას მაშინვე ცდილობდნენ. ამან მაფიქრებინა, რომ ამ ბიჭების მწვრთნელობა მშვენიერია.

სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მოთამაშეებმა მატჩის ბედი კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს, ასე რომ, ეს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სასტარტოდან დაწყება. ყველა ჩართულია...

გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ვხედავ, რომ თითოეული ფეხბურთელი დაინტერესებულია ვარჯიშით, მათ სურთ, რომ საკუთარი თანაგუნდელისთვის ყვეალაფერი გააკეთონ,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ბოლონიას'' უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა მიითვალა.

სპალეტის გუნდმა, რომელიც იტალიის ჩემპიონატის პირველ პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-10 შეხვედრის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები