ოლე გუნარ სოლსკიაერის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში რბილად რომ ვთქვათ კარგად არ გამოიყურება. "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მომენტისთვის ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს და 9 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას. გულშემატკივრები გუნდის გაძლიერებას ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიელმა სპეციალისტმა დაასახელა ის 8 ფეხბურთელი , რომელიც მას ჭირდება.
მთავარი სამიზნეები ერლინგ ჰოლანდი და ჯეიდონ სანჩო არიან. "ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს , პირველ რიგში სწორედ მათი შეძენა სურს. შემდეგ მოდიან "ლესტერის" შემტევი ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი და "ვესტ ჰემის" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი დეკლან რაისი.
იმ შემთხვევაში თუ "იუნატედი" ამ 4 ფეხბურთელიდან ვერცერთს ვერ შეიძენს , ინგლისის 20 გზის ჩემპიონი კალუმ ვილსონის , ჯონ მაკგინის და ჯეკ გრილიშის შეძენას შეეცდება.
"წითელი ეშმაკების" რადარზე ასევე არის "ლიონის" თავდამსხმელი მუსა დემბელე.
ინგლისელებს ამ ტრანსფერების განხორციელება იანვარში სურთ, რათა სეზონი გადაარჩინონ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდნენ.