Belive

სოლსკიაერის შვილის დებიუტი მანჩესტერის წინააღმდეგ შედგება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის დაწყებამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" პრე-სეზონს ატარებს, სადაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. პრემიერ ლიგის დაწყებამდე კი ბრიტანელები კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. დღეს, 30 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე "მანჩესტერი" ნორვეგიულ "კრისტიანსუნის" დაუპირისპირდება. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია სოლსკიაერების ოჯახისთვის, რათა დღევანდელ მატჩში ოლე გუნარის შვილის დებიუტი შედგება სწორედ მამამისის გუნდის წინააღმდეგ. ნოა სოლსკიაერი 19 წლის არის, იგი "კრისტიანსუნის" ბ გუნდში თამაშობს, თუმცა ნორვეგიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ განაცხადში შეიყვანა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი დებიუტი სწორედ დღეს შედგება.  

სხვა სტატიები