Belive

სოლსკიაერი: "რეშფორდმა შეიძლება რონალდუს დონეზე ითამაშოს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარკუს რეშფორდს აქვს იმისი რესურსი, რომ ოქროს ბურთის 5-გზის გამარჯვებული კრიშტიანუ რონალდუს დონეზე ითამაშოს - ეს სიტყვები "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს ეკუთვნის. ნორვეგიელმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფორვარდი განსაკუთრებული სიტყვებით მანჩესტერულ დერბიში გამარჯვების შემდეგ შეაქო, სადაც რეშფორდმა 1 გოლი გაიტანა. უკანასკნელ 14 მატჩში, რეშფორდის ანგარიშზე 13 გოლია. სოლსკიეარის განცხადებით, რეშფორდს ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორიც კარიერის დასაწყისში კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა. "რეშფორდსა და რონალდუს ბევრი რამ ახასიათებთ. რეშფორდს აქვს შესანიშნავი ტექნიკა და ის ფიზიკური მონაცემები, რაც მას მსოფლიო დონის ფეხბურთელად აქცევს. მთავარია, მან ასეთ დონეზე გააგრძელოს თამაში," განაცხადა მან. რეშფორდს "მანჩესტერ იუნაიტედში" 191 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 58 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები