Belive

სოლდადო გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში გოლი 7 გუნდის მაისურით გაიტანა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-20 ტურში ,,ლევანტემ'' ,,მალიორკას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩში ანგარიში 47-ე წუთზე რობერტო სოლდადომ გახსნა, რომელმაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 36 წლის თავდამსხმელი გახდა მე-3 ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელსაც გოლი 7 სხვადასხვა გუნდის მაისურით აქვს გატანილი. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ კარლოს არანდასა და მიკელ სოლერს ჰქონდათ. სოლდადომ ,,ლევანტეს'' გარდა, ლა ლიგაში გოლების გატანა ,,რეალის', ,,ოსასუნას'', ,,ხეტაფეს'', ,,ვალენსიას'', ,,ვილიარეალისა'' და ,,გრანადას'' შემადგენლობაში შეძლო. თავდამსხმელის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 318 მატჩში 127 გოლია.


სხვა სტატიები