Belive

სოლბაკენი ამომავალი მზის ქვეყანაში მიემგზავრება?!

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

25 წლის ნორვეგიელი ვინგერი - ოლა სოლბაკენი, შესაძლოა ამომავალი მზის ქვეყანაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, სოლბაკენის იჯარასთან დაკავშირებით, "ურავა რედ დაიმონდსსა" და "რომას" შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

ნორვეგიელი ვინგერის საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ "ურავა" და "რომა" საბოლოო შეთანხმებას 5 იანვარს მიაღწევენ.

2020-23 წლებში, სოლბაკენი "ბოდო გლიმტის" ღირსებას იცავდა და 63 მატჩში, 13 გოლის გატანაც შეძლო, რის შემდეგაც "რომას" შეუერთდა. სოლბაკენის იტალიური კარიერა არც ისე სახარბიელოდ წარიმართა და "ჯალოროსიმ" ის "ოლიმპიაკოსში" გაანათხოვრა - ახლა კი იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ნორვეგიელი ფეხბურთელი იაპონიაში გამგზავრების ზღვარზეა.

სხვა სტატიები