Belive

სოხუმის დინამოს ფეხბურთელმა ერთ მატჩში 19 გოლი გაიტანა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ორი რეკორდი დამყარდა - ეს საქართველოს ქალთა მეორე ლიგაში მოხდა. სოხუმის დინამომ ახალციხის ზარზმა 36:0 დაამარცხა, ლიზი კაკულიამ კი 19 გოლი გაიტანა. ქალთა ფეხბურთის ისტორიაში 36-ბურთიანი სხვაობით აქამდე არც ერთ გუნდს არ მოუგია, ხოლო ერთ მატჩში 19 გოლიც უნიკალური რეკორდია.

ლიზი კაკულია არის აფხაზეთიდან, კერძოდ კი ოჩამჩირიდან დევნილი. მისი პირველი გუნდი სწორედ დინამო სოხუმი გახლდათ. ლიზის ჩვენი გუნდის მაისური 2022 წლიდან აცვია და ამ წლების განმავლობაში 90 მატჩი ჩაატარა.

ლიზი 2025 წლის ქალთა ეროვნული ლიგა 2-ში, 15 ტურის შემდეგ ბომბარდირია — 14 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა. წინ კი კიდევ 11 მატჩია დარჩენილი. - ვკითხულობთ დინამო სოხუმის განცხადებაში

სოხუმის დინამო ქალთა ლიგა 2-ში, 15 ტურის შემდეგ, 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ნორჩებს ორი ქულით ჩამორჩება.