Belive

სმოლინგის საშინელი დებიუტი არაბეთში - ინგლისელმა საკუთარ კარში გაიტანა, შემდეგ კი გააძევეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომაში'' გატარებული 5 სეზონის შემდეგ, კრის სმოლინგი ,,ალ-ფეიჰაში'' გადავიდა.

ინგლისელისთვის არაბულ გუნდში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული გამოდგა.

,,ალ-რაედთან'' მატჩის მე-6 წუთზე სმოლინგმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა, 55-ე წუთზე კი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

34 წლის მცველის გუნდმა საბოლოოდ შეხვედრა 0:5 დათმო.

საუდის არაბეთის პრო ლიგის 3 ტურის შემდეგ, ,,ალ-ფეიჰა'' უქულოდაა და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 პოზიციაზეა.

სმოლინგის ავტოგოლი და წითელი ბარათი:

სხვა სტატიები