სლუცკი კვარაცხელიას ტრავმაში მსაჯებს ადანაშაულებს
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მარტივი მომენტია: ყველა ლიგაში ხალხი ვარსკვლავებით ინტერესდება. ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა, ისინი კი კვარაცხელიას გამო სტადიონზე დადიან და ეს გასაგებია. მოედანზე "ურალის" 10 ათასი ფანი იყო და დარწმუნებული ვარ უმეტესი მათგანი ხვიჩას სანახავად მოვიდა. პირველ 15 წუთში კვარაცხელიას წინააღმდეგ 3 უხეში დარღვევა იყო - ჩაარტყეს უკნიდან ფეხებში და იდაყვებით. ტრავმის მომენტსაც აქვს თავისი ახსნა, რადგან მანამდე "ურალის" ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ ჩაარტყა. კიდევ ერთხელ ვამბობ - შეხედეთ როგორ ზრუნავენ ყველგან ნებისმიერ ტალანტზე, რომელიმე კარგ ფეხბურთელზე. ყველა მსაჯს ესმის, რომ მაყურებელი კონკრეტული მოთამაშის გამო მოვიდა და არა მსაჯის, ან სხვა რაიმეს სანახავად. და ადამიანი, რომელიც მიუხედავად კვარაცხელიას წინააღმდეგ ბევრი უხეშობისა, არ ნიშნავს არცერთ ჯარიმას... ვფიქრობ, კვარაცხელიას ტრავმა უმეტესწილად მსაჯისგან იყო გამოწვეული. ის მარტივ მომენტებშიც ჯარიმას უგულვებელყოფდა," - ამბობს სლუცკი რუსულ მედიასთან.