Belive

სლუცკი: "ხვიჩა შემდეგი ეტაპისთვის მზადაა, რატომ გავაჩეროთ მატარებელი?!"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელი მზადაა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ. გარდა ამისა, სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილის ყაზანურ პერსპექტივებზეც გააკეთა კომენტარი.

 - რა იქნება საუკეთესო გამოსავალი კვარაცხელიასთვის ზაფხულში?

 - მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ, ამას კლუბი ხელმძღვანელობს. ჩემი აზრია, რომ ის შემდეგი ეტაპისთვის მზადაა. ვფიქრობ, ხვიჩა ამას გააკეთებს და რატომ გავაჩეროთ მატარებელი?!

 - თქვენ თქვით, რომ როდესაც პირველად "რუბინში" მიხვედით და კვარაცხელია დაინახეთ, მიხვდით, რომ კლუბში ყოფნის მიზეზი გქონდათ. არ იქნება რთული მასთან განშორება? რთულია ასეთი ნიჭის ჩანაცვლება

- ძალიან გამოცდილი ვარ, ამიტომ, ხშირად ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც საუკეთესო ფეხბურთელი ჩემს გუნდს ტოვებდნენ. მე უფრო შინაგანი კმაყოფილების გრძნობა მაქვს, რადგან ჩემი საქმე კარგად შევასრულე და დავეხმარე ტალანტს, რომ ახალ დონეზე ასულიყო. მესმის, რომ არსებობს ადგილები, სადაც მოთამაშეთა განვითარება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე რუსეთში.

- როგორ გადააწყობს რუბინი თამაშს ხვიჩას წასვლის შემდეგ? თუ ეს არ იქნება სისტემური დანაკარგი

- ჩვენ უბრალოდ ვიპოვით შემცვლელს, არ გვჭირდება არანაირი სტრუქტურული ცვლილება. განსხვავება ხვარაცხელიასა და ინ ბომს (რუბინის ნახევარმცველი) ისაა, რომ ხვიჩა არ არის საკვანძო მოთამაშე. კვარა მაღალი დონისაა, მაგრამ გუნდის სისტემის ფორმირებას არ ახდენს. ასე რომ, არაფერს შევცვლით და მოდელით მსგავს მოთამაშეს მოვძებნით.

- ხვიჩას შემცვლელს ისევ ეძებთ თუ ის უკვე იპოვეთ?

- ბევრი ვარიანტი გვაქვს. აქ არის ზურიკო, რომელიც შესაძლოა იყოს ხვიჩას პირდაპირი შემცვლელი. ჩატარდება ვარჯიშები და ვნახავთ. მაგრამ, ჩვენ ისევ გვყავს კვარაცხელია, რომელიც არსად წასულა. შესაბამისად, სხვდასხვა ვარიანტებს გავითვალისწინებთ.

- როგორია თქვენი ურთიერთობა მასთან? შეინარჩუნებთ თუ არა კავშირს, როგორც ეს გოლოვინისა და ოდეგაარის შემთხვეაში გააკეთეთ? 

- ბრწყინვალე ურთიერთობა. ხვიჩა რუსულად და ინგლისურად ცუდად საუბრობს. ვშიშობ, მჭირდება, რომ ქართული ვისწავლო, რათა მასთან ურთიერთობა გავაგრძელო.

- იქნება ენის ბარიერი პრობლემა მისთვის ევროპაში?

-  ის ჯერ ახალგაზრდაა. მე უცხო ენა 45 წლის ასაკში ვისწავლე, კვარაცხელია კი 20-ისაა და ვალდებულია, ისწავლოს. გოლოვინი მონაკოში ისე გადავიდა, ენა არ იცოდა, მაგრამ ეს პრობლემა აღარ არის. მირანჩუკმაც ცოტა იცოდა, როცა იტალიაში ჩავიდა. თუ ხვიჩა ინგლისურს ისწავლის, ჩვენ კომუნიკაციას გავაგრძელებთ.

სხვა სტატიები