სლოტი: ,,თუ ატლეტიკოს დამარცხება გინდა, ამ გუნდს მენტალიტეტითაც უნდა აჯობო''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, მადრიდის ატლეტიკოსთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,თუ ისეთ გუნდთან მოგება გსურს, როგორიც ატლეტიკოა, უნდა აჩვენო, რომ მათი დამარცხება მენტალიტეტითაც შეგიძლია. ვფიქრობ, საქმე უფრო მარტივად უნდა გაგვეკეთებინა. პირველ ტაიმში, როცა ანგარიში 2:0 იყო, მე-3 გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა.
ასეთი მატჩის ბედი ბოლო წუთზე არ უნდა გადაწყვეტილიყო. ბევრი კარგი შეტევა გვქონდა და მე-3 გოლის გატანა არაერთხელ შეგვეძლო. როცა სხვაობა 1 გოლია, ყოველთვის შეიძლება, რაღაც მოხდეს და ასეც მოხდა. თუმცა, ხასიათი კვლავ გამოვავლინეთ და ბოლო 10 წუთის განმავლობაში მეტოქეზე ზეწოლა გავზარდეთ.
სიმეონესა და ლივერპულის გულშემატკივრის დაპირისპირება? პასუხის გაცემა რთულია, რადგან არ ვიცი, რა მოხდა. თუ ამაზე რეაგირება მექნება, უკვე ვიცი რას დაწერს ჩემზე ესპანური მედია... უმჯობესია მატჩზე ვისაუბროთ, დიდებულ ქამბექსა და გოლებზე. მათ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს ვილიარეალთან და დღესაც.'' - არნე სლოტი
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლივერპულმა ატლეტიკოს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. მერსისაიდელებმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანეს.