Belive

Sky Sport-მა ბაიერნის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე დაასახელა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბაიერნს'' ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,ვესტ ჰემის'' ნახევარმცველის, დეკლან რაისის, შეძენა სურს. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისელი მიუნხენური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ,,რეკორდმაისტერი'' ფეხბურთელისთვის ბრძოლაში უკვე ჩაერთო.

რაისის შეძენით ლონდონის ,,არსენალიც'' ინტერესდება. როგორც ინგლისურ მედიაში იწერება, ,,ვესტ ჰემი'' მზადაა, ნახევარმცველს 120 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელიოს.

მიმდინარე სეზონში რაისის ანგარიშზე ,,ჩაქუჩების'' მისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები