სკოტ კარსონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის ყოფილმა მეკარემ, სკოტ კარსონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 40 წლის ვეტერანი ფეხბურთელის კარიერა მანჩესტერულ კლუბში 6 წელს გაგრძელდა, მან ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 107 წუთი ითამაშა და 12 ტიტული მოიგო. კარსონმა მიმდინარე წლის ზაფხულში მანჩესტერ სიტი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ინგლისელმა კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
წარმოუდგენელი მოგზაურობის შემდეგ, დროა ხელთათმანები ჩამოვკიდო. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა - მოგონებები, მეგობრობა და შესანიშნავი მომენტები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. მადლობა ყველა თანაგუნდელს, მწვრთნელს, გულშემატკივარს და კლუბს, რომელიც ჩემი გზის ნაწილი იყო. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. - სკოტ კარსონი
სკოტ კარსონმა კარიერა 2005 წელს ლიდსში დაიწყო, მას შემდეგ მან ბევრ კლუბში ითამაშა, ესენია: ლივერპული, შეფილდ უენსდეი, ჩარლტონი, ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი, ბურსასპორი, უიგანი, დერბი და მანჩესტერ სიტი. მან ასევე 4 მატჩი ჩაატარა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.