Belive

"სხვა კლუბში თამაში არ მსურს. კარიერას რეალში დავასრულებ" - ტონი კროოსი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტონი კროოსს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. ამ ყველაფრის მიუხედავად, გერმანელი ნახევარმცველი ამბობს, რომ მას კარიერის დასრულება სამეფო კლუბში სურს.

ზოგიერთი ესპანური გამოცემის ცნობით, გერმანელი, რომელიც იანვარში 33 წლის გახხდება, საკლუბო კარიერის დასრულებას ნაადრევად გეგმავს. კროოსმა, ყველასაგან მოულოდნელად, გასული წლის ივნისში სანაკრებო კარიერა დაასრულა.

"გერმანიისთვის 106 შეხვედრა ჩავატარე და ვფიქრობ, ეს დასასრულია. გადავწყვიტე, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულო. 2022 წელს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მივიღებ." - განაცხადა ტონიმ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ.

1326136976.0

ტონი კროოსი "ბაიერნიდან" "რეალში" 2014 წელს გადავიდა და მადრიდელთა რიგებში, ბევრ სხვა ტიტულთან ერთად, 4-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

"ჩემს მომავალზე კლუბთან საუბარი მქონდა და ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვას მომავალ წელს ვიტყვი. კარიერას აქ, "რეალში" დავასრულებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი როდის. სხვა კლუბში თამაში არ მსურს."

სხვა სტატიები