სკანდალი ბერძნულ ფეხბურთში - საქართველოსთან მატჩში ბერძენი ფეხბურთელი დოპინგ ტესტზე ჩავარდა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა, ბერძნებისთვის უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ბერძენი ფეხბურთელი დოპინგ ტესტზე ჩავარდა. ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის არ საჯაროვდება, პირველადმა ტესტმა სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინა. ბერძნული Sport 24-ის მტკიცებით, პირველ ტესტზე მიღებული პოზიტიური პასუხის შემდეგ, ფეხბურთელს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.
Σοκ στο ελληνικό ποδόσφαιρο! Θετικό το πρώτο δείγμα Έλληνα διεθνή στο ματς με τη Γεωργία https://t.co/r9JFivYF0E
— SPORT24 (@sport24) April 17, 2024