Belive

სკალონი: ,,ნიდერლანდებზე საუბარი არ მსურს, მაგრამ მეორე ტაიმში მახინჯი ფეხბურთი იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ნიდერლანდებთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ეს მეოთხედფინალი იყო და რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება... მესიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და აჩვენა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ჩვენ კი ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს.

ითამაშა თუ არა ნიდერლანდებმა ანტიფეხბურთი? მათგან ასეთ თამაშს არ ველოდი, თუმცა თითოეული გუნდი და მწვრთნელი სტილს თავად ირჩევს. მათ საფეხბურთო ფილოსოფიაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მეორე ტაიმში მახინჯი ფეხბურთი იყო. ბევრი შანსი არ გვქონია და მატჩი ხშირად ჩერდებოდა, თუმცა, მათ ჰქონდათ უფლება, ეთამაშათ ისე, როგორც სურდათ,'' - სკალონის სიტყვებს Guardian-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

,,ალბისელესტეს” მეტოქე ნახევარფინალში ხორვატია იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები