Belive

"სიტისთან მატჩში ეს მცირედ უპირატესობას გვიქმნის" - კარლო ანჩელოტი

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სუპერმატჩი გველის, რომელშიც "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ელის, 9 აპრილს, 23:00 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

"რეალთან" გასამართი ურთულესი მატჩის წინ, პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა, და აღნიშნა რომ "სიტის" ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობა არ აქვთ. გვარდიოლას კარლო ანჩელოტიმ უპასუხა - იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება თამაშზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს.

ეს არის ფეხბურთი და მოხარული ვარ, რომ "სიტისთან" მატჩისთვის მოსამზადებლად 9 დღე გვაქვს. დიახ, ეს მცირედ უპირატესობას გვიქმნის, მაგრამ მიმაჩნია, რომ თამაშის შედეგზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს. მატჩისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო გვაქვს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. - კარლო ანჩელოტი.

სხვა სტატიები