Belive

სიტის პსჟ-სთან დონარუმასთვის მოლაპარაკებებში წინ მიიწევს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტი პარი სენ-ჟერმენთან მოლაპარაკებებში წინ მიიწევს. ჯანლუიჯი დონარუმა "ქალაქელებში" გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, სიტი საგრძნობლად პროგრესირებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ტრანსფერის საფასური 30/35 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ თავიდან პარიზული კლუვი იტალიელ კარის დარაჯში 50 მილიონს ითხოვდა.

როგორც რომანო წერს, ყველაფერი ედერსონის გალათასარაიში გადასვლაზეა დამოკიდებული. თავად დონარუმა მანჩესტერის ცისფერ მხარეში თამაშზე თანახმაა.

სხვა სტატიები