Belive

სიტის მთავარი სამიზნე? - გვარდიოლამ გრიზმანს პირადად დაურეკა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლოა, ანტუან გრიზმანმა ახალი სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს. "ბარსელონას" და საფრანგეთის ნაკრების შემტევის დამატებით "მანჩესტერ სიტი" და უშუალოდ პეპ გვარდიოლა ინტერესდებიან. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგ თავდამსხმელს პირადად, სატელეფონო ზარის მეშვეობით ესაუბრა და საკუთარი ინტერესი მისი გუნდში ხილვის შესახებ დაუდასტურა. ჯერჯერობით უცნობია კატალონიური გრანდის პოზიციაც და ისიც თუ, რას სთავაზობს ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი ესპანურ კლუბს, თუმცა, ევროპულ პრესაში ვარაუდობენ, რომ ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია. 2016 წლის ევროპის ვიცე და 2018 წლის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 2019 წლის ზაფხულიდან, მადრიდის "ატლეტიკოში" 5-წლიანი გამოსვლის შემდეგ, "ბარსელონას" შეუერთდა, თუმცა კლუბში საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალურად წარმოჩენა ამ ეტაპისთვის ვერ მოახერხა. "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 99 შეხვედრაში მან 35 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რამდენიმე თვის წინ, მან 2020/21 წლების სეზონის კოპა დელ რეის მოგებაც მოახერხა.  

სხვა სტატიები