Belive

სიტი გვარდიოლას შემცვლელად ლუის ენრიკეს მოიაზრებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს თანახმად, მიმდინარე სეზონის ბოლოს პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დატოვებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მანჩესტერელებს უკვე აქვთ წარმოდგენილი თუ ვინ შეცვლის ესპანელ სპეციალისტს. გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში, "ქალაქელები" გეგმავენ, რომ მათი გუნდი ლუის ენრიკემ ჩაიბაროს.

ბოლო დღეებია ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პრემიერ ლიგის გუნდთან თამაშის სურვილს არ მალავს. ენრიკემ ისიც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მხოლოდ ინგლისურ პრესას ადევნებდა თვალს.

“მინდა ბედი პრემიერ ლიგაში ვცადო, თუმცა, მხოლოდ საინტერესო პროექტებს დავთანხმდები. მხოლოდ იმ კლუბს ჩავიბარებ, რომელთან ერთადაც დიდ საქმეებს დავატრიალებ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ესპანურ მედიას საერთოდ არ ვადევნებ თვალს, მხოლოდ ინგლსურ პრესას.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან განცდილი მარცხის შემდეგ, 52 წლის სოეციალისტმა “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ენრიკეს "ბარსელონასთან" ერთად  ორი ლა ლიგა, სამი კოპა დელ რეი, ერთი ჩემპიონთა ლიგა, ერთი ევროპის სუპერთასი, ერთი ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები