'სირცხვილია' - კრისტალ პალასის ფანების ნაწილმა წუთიერი დუმილი ჩაშალა
ინგლისის სუპერთასის შეხვედრის დაწყებამდე, კრისტალ პალასის ფანების ნაწილმა, დიოგუ ჟოტასადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილი ჩაშალა. მატჩი უემბლიზე იმართებოდა და ლივერპული კრისტალ პალასს ხვდებოდა.
უემბლიზე გვირგვინები დადეს და მატჩის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, დუმილი იყო დაგეგმილი, თუმცა მსაჯმა ეს დრო შეაჩერა, რადგან ის პალასის მცირერიცხოვანმა გულშემატკივრებმა ჩაშალეს.
talkSPORT-ის წამყვანმა, ელი მაკოისტმა, რომელიც მატჩს ტელევიზიით კომენტირებდა, კლუბს მოუწოდა, დამნაშავეები დაესახელებინა და საჯაროდ შეერცხვინა.
მათ უნდა გაარკვიონ, ვინ არიან ეს ადამიანები. ყველგან კამერებია და ისინი უნდა დაასახელონ და შერცხვენილევად გამოაცხადონ. ეს ფეხბურთს სცილდება. ეს ყველაფერს სცილდება.
ჩვენ ყურსასმენებით ვისხედით და დიახ, გვესმოდა მათი სტვენა. დარენ ფლეტჩერმა (თანაკომენტატორი) და მე უბრალოდ შევხედეთ ერთმანეთს და თავი გავაქნიეთ. ეს ძალიან უხერხული მომენტი იყო. - განაცხადა ელი მაკოისტმა
COMMUNITY SHIELD-ის ტიტული კრისტალ პალასს დარჩა. FA თასის მფლობელებმა ლივერპულთან ძირითადიდი დრო ფრედ, 2:2 ითამაშეს, პენალტების სერიაში კი 3:2 გაიმარჯვეს. კრისტალ პალასის ისტორიაში ეს პირველი მოპოვებული ინგლისის სუპერთასია.
Lamentable imagen de los aficionados del Crystal Palace en Wembley gritando y haciendo ruido durante el minuto de silencio por Diogo Jota y André Silva.
— Pablo Montaño (@pabmontano) August 10, 2025
El fondo del Liverpool ha terminado abucheando a los Eagles por su actitud antes de romper en aplausos. #LFC pic.twitter.com/il9XfNPrsh