Belive

სიმსივნეზე გაიმარჯვა - სებასტიან ალემ ვარჯიში განაახლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

“დორტმუნდის”თავდამსხმელმა სებასტიან ალემ სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ პირველად ივარჯიშა.

კოტ-დივუარელმა ფორვარდმა მოთელვითი ვარჯიში ყოფილ გუნდში "აიაქსში" ჩაატარა.

"აიაქსის" მწვრთნელმა ალფრედ შროდერმა დაადასტურა, რომ სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზის დასმიდან სამი თვის შემდეგ, კლუბის ყოფილი თავდამსხმელი სებასტიან ალე კლუბში ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

28 წლის ფეხბურთელმა ამსტერდამის "აიაქსი" 2021/22 წლების შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ დატოვა. მან ამსტერდამული კლუბის მაისურით 34 გოლი გაიტანა, 2022 წლის ივლისში კი დორტმუნდის "ბორუსიაში" 31 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. თუმცა, მან წინასასეზონო შეკრებაზე, შვეიცარიაში თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტესტებმა აჩვენა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

სხვა სტატიები