Belive

"სიმშვიდე და პირადი სივრცე დავკარგე" - მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კაბო ვერდეს კარის დარაჯმა ფანების გულის მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ფენომენალური პერფორმანსის შედეგად შეძლო და მსოფლიოს მასშტაბით მისი ცნობადობა გაასმაგდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ვოზინიას დიდი დისკომფორტი შეუქმნა.

40 წლის ვოზინია აღიარებს, რომ პოპულარობამ სიმშვიდე და პირადი სივრცე დაურღვია.

მე სიმშვიდე და პირადი სივრცე დავკარგე. ახლა უკვე აღარ მაქვს პირადი ცხოვრება, ან ყოველ შემთხვევაში, ბევრად ნაკლები მაქვს, ვიდრე ადრე. ახლა, როცა გარეთ გავდივარ ან რესტორანში მივდივარ, ყოველთვის არის ვინმე, ვინც ფოტოს ან ავტოგრაფს მთხოვს. ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ვიღაც, ვინც მიღებს.“

„მსოფლიო ჩემპიონატის დროს უამრავ კომპანიასა და ბრენდს სურდა ჩემთან თანამშრომლობა. მაგრამ სანამ ტურნირზე ვასპარეზობდით, მხოლოდ ერთს დავთანხმდი. სიმართლე რომ გითხრათ, არჩევანი რომ მქონდეს იმ ცხოვრებას შორის, რომელსაც დღეს ვცხოვრობ, და იმ ცხოვრებას შორის, რომელიც ადრე მქონდა, მე ძველ ცხოვრებას ავირჩევდი. - ვოზინია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდემ H-ჯგუფში ესპანეთის, ურუგვაისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ითამაშა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა. კაბო ვერდე 1/32-ფინალში არგენტინას დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3:2 დამარცხდა - ვოზინია კი ამ ზღაპრული მოგზაურობის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო.