სიმეონე: ,,საკმარისი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თამაში მინიმუმ დამატებით დროში გადაგვეყვანა''
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, არსენალთან წაგებული მატჩი შეაფასა:
,,ვულოცავ არსენალს, ამ გუნდმა ეს დაიმსახურა, რადგან ფინალში გასასვლელად წლების განმავლობაში იბრძოდა. მიკელ არტეტამ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია, ამიტომ მათ გამო მიხარია.
ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგი სეზონი გვქონდა, ყველაფერი გავიღეთ და იმაზე ბევრად შორს წავედით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დასანანია, რადგან ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თამაში მინიმუმ დამატებით დროში გადაგვეყვანა და საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი შანსი მიგვეცა.
მსაჯის სადავო გადაწყვეტილებები? სათქმელი არაფერი მაქვს, ამ თემას ვხურავთ. ვულოცავ არსენალს, რადგან ისინი ძალიან კარგად ასპარეზობენ, ჩვენ კი ჩვენს სამუშაოზე ვკონცენტრირდებით.'' - დიეგო სიმეონე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში არსენალმა ატლეტიკო 1:0 დაამარცხა. არტეტას გუნდმა ორმატჩიან დაპირისპირებაში 2:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
🚨 Diego Simeone: “Congratulations to Arsenal, they deserve as they’ve been fighting for years to get to the final”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 5, 2026
“Mikel Arteta did an incredible job so far, so I am happy for them”. pic.twitter.com/qIS4VIOv2D