Belive

სიმეონე მბაპეზე: ,,ლა ლიგა მოვიგეთ მაშინ, როცა ჩვენი მეტოქეები მესი, ინიესტა, რონალდუ და ბენზემა იყვნენ''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, კილიან მბაპეს ,,რეალში'' შესაძლო გადასვლაზე ჰკითხეს:

- მბაპეს გაფორმება რეალს შეუჩერებლად აქცევს?

- გააჩნია, ამას როგორ შევხედავთ... ჩვენ ჩემპიონატი მოვიგეთ მაშინ, როცა ჩვენი მეტოქეები მესი, ინიესტა, ხავი, ბუსკეტსი, რონალდუ, ბენზემა და ბეილი იყვნენ... ეს ფეხბურთია და არა - მხოლოდ სახელები.

კილიანის გადმოსვლა ლა ლიგისთვის არაჩვეულებრივი იქნება. რეალს ეკონომიკური პრობლემები არ აქვს, ამიტომ ეს შესაძლებელია.

მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან'' კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

კილიანმა გასულ სეზონში პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები