Belive

სიმეონე ატლეტიკოს დირექტორის კომენტარზე: ,,მან თქვა ის, რაზეც ბევრი დუმს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, გუნდის გენერალური დირექტორის, მიგელ ანხელ ხილ მარინის, სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც კოპა დელ რეის შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ,,სამეფო კლუბი'' მსაჯებზე ზეწოლაში დაადანაშაულა:

,,მას შემდეგ, რაც ამ გუნდში მოვედი, მიგელს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია. ჩვენ თავი არასდროს გაგვიმართლებია. VAR-ის შემოღებით ფეხბურთი გაცილებით უფრო სამართლიანი გახდა. მან თქვა ის, რაზეც ბევრი დუმს და ეს ბუნებრივად გააკეთა.

ცვლილებები მსაჯების მუშაობაში? არაფერი შეიცვლება, რადგან ქვეცნობიერი დიდ როლს თამაშობს. ამას უნდა შევეგუოთ. ვეცდებით, რომ არსებულ სიტუაციაში საუკეთესოდ ვიასპარეზოთ,'' - სიმეონეს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში ,,რეალმა'' ,,ატლეტიკოს'' უმასპინძლა და დამატებით დროში 3:1 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები