Belive

სილესენი ვალენსიაში სამედიცინო შემოწმებას გადის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მეკარე, იასპერ სილესენი "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოსაა. ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, ჰოლანდიის ნაკრების კარის დარაჯი ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სილესენი "ვალენსიას" პირველი შენაძენი იქნება. კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. იასპერ სილესენმა "ბარსელონას" მაისური 2016 წელს მოირგო. ის ესპანურ გრანდში "აიაქსიდან" გადავიდა. "ბლაუგრანას" შემადგენლობაში მან მხოლოდ 32 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები