Belive

"სიხარულის ცრემლები" | ქინქლაძის ინტერვიუ FourFourTwo-სთან

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა მოთამაშემ და 90-იანი წლების ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ, ცნობილ გამოცემა FourFourTwo-სთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. თურქეთთან ისტორიული მატჩის წინ, ინტერვიუდან მცირე მონაკვეთებს შემოგთავაზებთ.

გამოცემის მიხედვით, 90-იან წლებში, "მანჩესტერ სიტის" ფლეიმეიქერმა საქართველო მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე დაიტანა, ახლა კი ყურადღება სრულიად საქართველოსკენ არის მიპყრობილი, რადგან UEFA-სა და FIFA-ში გაწევრიანებიდან 30 წლის შემდეგ, ქინქლაძის სამშობლო დიდ ტურნირზე პირველად იასპარეზებს.

ქინქლაძე გულწრფელად ამბობს, რომ საბერძნეთთან უკიდურესად დაძაბულ მატჩში გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასვლის შემდეგ, მან სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა.

"ახლა თავს თავდაჯერებულად, პოზიტიურად ვგრძნობთ და წნეხი არ გვაწუხებს", - ამბობს ქინქლაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვნად განვითარება შეუძლია.

FourFourTwo-ს მიხედვით, საქართველოში სულ რაღაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში სწრაფად პროგრესირებადი ქართული ფეხბურთისა და ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო დონის ვარსკვლავობიდან გამომდინარე, ფეხბურთელობას უფრო და უფრო მეტი ბავშვი ისახავს მიზნად.

"ამ ლამაზი თამაშით ძალიან ბევრი ბავშვი ინტერესდება და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ფეხბურთის ფუნდამენტურ განვითარებას ეხმარება", - აღნიშნა ქინქლაძემ.

ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მხოლოდ გამარჯვების მოპოვებას არ გულისხმობს. მისი მთავარი არსია - ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის ძალა და ერთობა. მისი მიზანია, დაიჯერონ ქართველებმა, რომ შეუძლიათ. დაე, იყოს ეს ჩვენი მომენტი - წამი, როდესაც საქართველო მსოფლიო ასპარეზზე გაიბრწყინებს. - გიორგი ქინქლაძე

სხვა სტატიები