სიგიჟე არგენტინაში: როგორ იზეიმა ორმა გუნდმა ჩემპიონობა?
არგენტინის ჩემპიონატის სეზონის დრამატულ ფინალში, ბოკა ხუნიორსმა ლიგის წლის საერთო ცხრილში (Tabla Anual) პირველი ადგილი ბოლო წამებზე დაიკავა და როსარიო სენტრალს აჯობა.
ეს ყველაფერი ბუნდესლიგის 2000/01 წლების სეზონის ლეგენდარულ ფინალს მოგვაგონებდა, როდესაც მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონატის მოგება სულ ბოლო წამზე, შალკეს ცხვირწინ ააცალა. მსგავსი სცენარი ახლა არგენტინაშიც განმეორდა. როსარიო სენტრალმა თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანა და ესტუდიანტეს დე რიო კუარტო დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. იმ მომენტში, ბოკა ხუნიორსისა და დესფენსა ხუსტისიას პარალელური მატჩი უგოლო ფრედ, 0:0 მიმდინარეობდა, რაც როსარიოს ვირტუალურ ჩემპიონობას ანიჭებდა.
იმის რწმენით, რომ ტიტული უკვე ჯიბეში ჰქონდათ, როსარიოს გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ, ფეხბურთელები დამცავ ღობეებზე აცოცდნენ და ნაადრევ ჩემპიონატს ენთუზიაზმით ზეიმობდნენ. მოგვიანებით, მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე ალმირონმაც აღიარა, რომ გუნდი ტრიბუნებიდან წამოსულმა საყოველთაო ეიფორიამ გაიტაცა.
Rosario Central takımı ve tribünleri, Boca Juniors'un puan kaybettiğini düşünerek şampiyonluk kutluyor.
— Tribun Dergi (@tribundergi) November 8, 2026
Enner Valencia'nın golünden haberleri yok henüz....
pic.twitter.com/PlznAq2bcw
თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, „ბომბონერაზე“ შეცვლაზე შესულმა ენერ ვალენსიამ ბოკა ხუნიორსისთვის ოქროს გოლი გაიტანა (1:0). ამ დრამატული გამარჯვებით „ბოკამ“ 63 ქულა დააგროვა, კონკურენტს ზუსტად ერთი ქულით გაუსწრო და ტიტული უშუალოდ ფინიშის ხაზზე მოიგო.
👀 Rosario şampiyon olmak üzereydi...
— L'Europe (@leuropefootball) November 7, 2026
Ta ki Enner Valencia 90+6'da sahneye çıkana kadar. Boca Juniors şampiyon oldu. pic.twitter.com/Cdlfy7qUWd
რა მოიგო ბოკა ხუნიორსმა?
ევროპული ჩემპიონატებისგან განსხვავებით, სადაც ჩემპიონატი ერთიანი წრიული სისტემით მიმდინარეობს, არგენტინაში სეზონი რამდენიმე ეტაპად იყოფა. Tabla Anual (წლიური რეიტინგი) ითვლება სეზონის ორივე ძირითადი ეტაპზე დაგროვილი ქულების ჯამით. არგენტინელები გაზაფხულზე აპერტურას ატარებენ, შემოდგომაზე კი - კლაუსურას (ორივე მათგანს ჰყავს ცალკე გამარჯვებული). ამ შემთხვევაში, ბოკა ხუნიორსმა აპერტურასა და კლაუსურაში დაგროვებული ქულების ჯამით (30 და 33) წლიური ჩემპიონატი მოიგო - ჯამში 63 ქულა.
როსარიო სენტრალმა აპერტურაში 28, ხოლო კლაუსურაში 34 ქულა დააგროვა - ჯამში 62 ქულა.