Belive

სიახლე სამწვრთნელო შტაბში: საქართველოს ნაკრებში მარსელის ყოფილი მწვრთნელი იმუშავებს!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ივნისის თვეში ორ ამხანაგურ შეხვედრა გამართავს, რისთვისაც ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მზადება 24 მაისს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე დაიწყო. "ჯვაროსნებმა" არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართეს, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი, ფრანგი ფიზმომზადების მწვრთნელი, ფაბიან ბუსუე გაიცნეს. ვილი სანილის ახალ თანაშემწეს კარიერის განმავლობაში "ლე მანში", მარსელის "ოლიმპიკსა" და "ნოტინგემ ფორესტში" უმუშავია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი) თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი). გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე და გურამ გიორბელიძე საკლუბო მატჩების გამო, ეროვნულ ნაკრებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან. "ჯვაროსნები" 2 ივნისს რუმინეთის, ხოლო 6-ში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები