შვილების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია - სენ-მაქსიმინმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა
28 წლის ფრანგმა შემტევმა, ალან სენ-მაქსიმინმა კლუბ ამერიკასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ოჯახის წევრებთან ერთად მექსიკა დატოვა.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სენ-მაქსიმინმა აღნიშნული გადაწყვეტილება შვილებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მიიღო, რომლებიც მექსიკაში რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ. წყარო აღნიშნავს, რომ ფრანგი ვარსკვლავის შვილებს, კანის ფერის გამო, რამდენჯერმე მიაყენეს შეურაცხყოფა.
Allan Saint-Maximin abandona el Club América tras denunciar graves episodios de racismo contra su familia. El francés rescinde su contrato de mutuo acuerdo y deja un mensaje para la historia:
— MARCA (@marca) February 2, 2026
"El problema no es el color de tu piel, es el color de tus pensamientos". 🗣️🇫🇷 pic.twitter.com/O3HDbLRSbn
მე, რომ მიტევენ ეს პრობლემა არაა, რადგან ასე გავიზარდე და მივეჩვიე. მაგრამ, როდესაც საქმე ჩემს ოჯახსა და შვილებს ეხება, არ მოვითმენ და არ შევეგუები. პრობლემა შენი კანის ფერი კი არა, შენი აზრების ფერებია. გავიზარდე ისე, რომ ვისწავლე შეტევებთან ბრძოლა, მაგრამ არასდროს მოვითმენ ჩემს შვილებზე თავდასხმას. - ალან სენ-მაქსიმინი.
ალან სენ-მაქსიმინი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები (2019-23) ნიუკასლში გაატარა. ფრანგი შემტევი მექსიკურ კლუბ ამერიკას 12 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, მიმდინარე სეზონის სტარტზე შეუერთდა და სადებიუტო მატჩშივე შეძლო გოლის გატანა.